გადასატანი ყუთის სიის ფორმირების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს ხატია დეკანოიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები სიაში იმ ადამიანებს სვამენ, რომლებსაც ამის საჭიროება არ გააჩნიათ. დეკანოიძე გეგმავს აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართოს ცესკო-ს.