ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს კითხვებით მიმართავს. ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 37 ქვეყანაში 50 უბანი იყო გახსნილი, არჩევნებში მონაწილეობა კი მიიღო 12 247-მა ემიგრანტმა, რაც ძალიან დაბალი რიცხვია მაშინ, როცა სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, ქვეყნიდან მილიონამდე ადამიანია საზღვარგარეთ გასული. დეპუტატის თქმით, აქტივობის ეს რიცხვი ადასტურებს, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების ხელმისაწვდომობას.