ხატია დეკანოიძის ბრიფინგი

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სფეროში პრობლემებზე საუბრობს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეკანოიძემ განაცხადა, ქვეყანაში არსებული გაუმართავი ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებული მძიმე შემთხვევების ფონზე, მისმა პოლიტიკურმა ჯგუფმა სპეციალური კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთა, რომ ბევრ მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ვერ იღებს დროულ სამედიცინო მომსახურებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო.