ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა. კობა ნაყოფიამ ის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე წარადგინა. ეს პოსტი მიხეილ სააკაშვილის მიერ არის ინიცირებული. ხატია დეკანოიძის განცხადებით, მისთვის ახალა ყველაზე მნიშვნელოვანია 26 ოქტომბერს გამარჯვება, რისთვისაც ის საკუთარ ფუნქციას შეასრულებს პარტიაში.
შეგახსენებთ, ხატია დეკანოიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ 2023 წლის მარტში დატოვა და რომან გოცირიძესთან ერთად, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ შექმნა.