ხაშურში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მჩხვლეტავი საგნის გამოყენებით, ყელის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.