ხაშურში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

ხაშურში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ის 1988 წელს დაბადებული მამაკაცია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 29 ივნისს, ქ. ხაშურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა ორ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთი დაჭრილის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.