თერთმეტი კითხვა და თერთმეტივე სწორი პასუხი – უპრეცედენტო შემთხვევა პირველი არხის პოპულარულ გადაცემაში.
„ხართ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანის“ მონაწილემ 10 000 ლარი მოიგო. დევი ონიანის მიერ მოგებული თანხით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დაფინანსდება. სწორედ ამერიკული კომპანიის, „მეტრო გოლდვინ მეიერის“ პროექტია გეიმ-შოუ, სადაც ყველაფერი სკოლასთან, სწავლასთან და სკოლის პერიოდთან ასოცირდება. სტუდიაც საკლასო ოთახის პრინციპით არის მოწყობილი და თამაშიც სწორედ ერთი გაკვეთილის მოდელით მიმდინარეობს.
გადაცემის მთავარი გმირი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანია, რომელიც ცდილობს, პასუხები გასცეს კითხვებს დაწყებითი ექვსი კლასის სკოლის მასალიდან. სტუმარს პასუხების გამოცნობაში 5 მეექვსე კლასელი ეხმარება.
ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი