ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საღმრთო ლიტურგია სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღასრულა.
ტაძარში სახარების ის ნაწილი წაიკითხეს, სადაც აღწერილია, როგორ ახარა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს, რომ მისგან ძე ღვთისა იშვებოდა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ დღეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ხარების დღესასწაული ვნების შვიდეულის დიდ შაბათს დაემთხვა.
პატრიარქმა და მრევლმა ღვთისმშობლის საგალობელი ერთად წაიკითხეს.