მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს – წირვა ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება მღვდელმთავრებმა ჩაატარეს. შემდეგ კი მრევლს ქადაგებით მიმართეს.
ხარება ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ლუკას სახარების მიხედვით, ეს არის დღე, როდესაც გალილეის ქალაქ ნაზარეთში მთავარანგელოზი გაბრიელი ღვთის ნებით ღვთისმშობელ მარიამს გამოეცხადა და ახარა, რომ ის გახდებოდა მაცხოვრის მშობელი. ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად. დღესასწაული მორწმუნეთათვის თევზით ხსნილია.