"ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანის’’ მონაწილეთა შერჩევა გრძელდება
პირველი არხის პროექტის “ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანის’’ მეორე სეზონის კასტინგი გრძელდება. მონაწილეების შერჩევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია დაგეგმილი. შეხვედრები უკვე გაიმართა თელავსა და გორში. შემდეგი კი ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი და თბილისი იქნება. მონაწილეობის მსურველებს პირველ ეტაპზე ცოდნის შესამოწმებლად ტესტები დაურიგდებათ.
მოცემული 20 კითხვა სასკოლო მასალას მოიცავს. მეორე ეტაპზე კი, გასაუბრება ჩატარდება, რომლის მიხედვითაც, შოუში მონაწილეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები შეფასდება.