ზუგდიდში პირველი არხის გადაცემის, – “ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი”, – ქასტინგი მიმდინარეობს.
შერჩევაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველა რაიონის საჯარო სკოლის საუკეთესო მეექვსეკლასელები მონაწილეობენ. უკვე დასრულდა პირველი ეტაპი – ტესტირება. მონაწილეები გასაუბრებისთვის ემზადებიან.
გადაცემის ავტორები მეექვსეკლასელებს ზუგდიდში ხვალაც ელოდებიან. 28 სექტემბერს კი შერჩევა უკვე ბათუმში გაგრძელდება.