ატენის ხეობაში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო. სოფელ ორმოცის მიმდებარედ, მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სოფლის მახლობლად მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა. ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბიც.
ნინო ფისაძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას.