ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.
ბინაში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვნის გადარჩენა მეხანძრე მაშველებმა შეძლეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდები კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე, სამაშველო ჯგუფებთან ერთად, მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. არსებობდა ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა რამდენიმე საათიანი სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა შეძლეს ხანძრის სრული ჩაქრობა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.