კახეთში ცეცხლის ჩასაქრობად დილიდან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. ყვარლის რაიონში, ახალსოფლის მიმდებარედ, დამატებითი ძალის ჩართვა გახდა საჭირო. მიუდგომელია ხანძრის კერა, ამასთან, ვითარებას ძლიერი სიცხე და ქარი კიდევ უფრო ართულებს. გაზრდილია ცეცხლის გავრცელების არეალი.
არსებული ინფორმაციით, ხმელი ბალახის შემდეგ, ხანძარი ხეებსაც მოედო. მაშველებთან და ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად, ახლა ადგილზე უკვე 2 ვერტმფრენი მუშაობს. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომლითაც ძირითად კერებამდე მისასვლელი გზის გასუფთავება იგეგმება.
კახეთშია ჟანა დიდებაშვილი და არსებული ვითარების შესახებ, დეტალურად ისაუბრებს.