ხანძარი სოხუმში

ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის მთავარი საგამოფენო დარბაზი დაიწვა. სრულად განადგურდა აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ხანძარი შენობის სახურავზე გაჩნდა. სავარაუდოდ, მიზეზი მოკლე ჩართვა იყო. ხანძრის შედეგად 4000-ზე მეტი ეგზემპლარია დამწვარი, მათ შორისა ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარი.