ამ დრომდე გრძელდება ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები ხაშურის რაიონში.
სოფელ ცედანთან 10 ჰექტრამდე ტყის ფართობია დამწვარი. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ცოცხალი ძალა, 220 მეხანძრე-მაშველი. ხანძართან გამკლავებას ხელს უშლის რთული რელიეფი. მიუხედავად ამისა, მეხანძრეებმა უკვე შეძლეს უშუალოდ ცეცხლის მთავარ კერებთან მისვლა.