შატილის სკოლა-პანსიონში რამდენიმე საათის წინ ხანძარი გაჩნდა. დაწესებულება ძირითადად ხის მასალისგან იყო აგებული, რის გამოც ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდა. შენობა სრულად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობიდან მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის გამოყვანა დროულად მოხერხდა. ამ ეტაპზე, ცეცხლი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
სკოლა-პანსიონის შენობას მიმდინარე წლის ზაფხულში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 160 000 ლარს აღემატებოდა. შატილში ახალი სკოლის აშენებაზე განცხადება უკვე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფომრაციით, სამუშაოები მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად წარიმართება, სასწავლო პროცესი კი არ შეფერხდება.