საბერძნეთის კურორტ ლუტრაკში ტყის ხანძრის გამო, საზაფხულო ბანაკიდან 1 200 ბავშვის ევაკუაცია გახდა საჭირო. საკურორტო ქალაქი ათენიდან 81 კილომეტრში მდებარეობს. როგორც ქალაქის მერი ამბობს, ხანძრის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს. ბერძნული მედიის ცნობით, ძლიერი ხანძარია ასევე ქალაქ კოუვარასთან. ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო, ახლომდებარე დასახლებების მცხოვრებლებს ასევე მოუწოდეს ევაკუაციისკენ. ცეცხლის ჩასაქრობად მობილიზებულია 50 მეხანძრე და 20 ერთეული ტექნიკა, ასევე ორი თვითმფრინავი და ვერტმფრენები. ბერძენ მეხანძრეებს ეხმარებიან რუმინელი კოლეგებიც.