პარიზის სამხრეთ-დასავლეთით, საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა.
რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ, მეხანძრეებმა გამთენიისას ხანძრის ლიკვიდირება მოახერხეს.
გამოძიება ხანძრის განზრახ გაჩენის ვერისაზე მუშაობს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ინციდენტს ტრაგიკული უწოდა და სახანძრო სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
ქალაქის საბჭოს სხდომის დაწყებამდე, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.