საქართველოს მთავრობა მზად არის, საოკუპაციო რეჟიმს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დაეხმაროს. როგორც მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე, 5 იანვრიდან დღემდე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, თუმცა დეფაქტო ხელისუფლებისგან კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ არის მიღებული. მე შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, ტყეში გაჩენილი ხანძრების გამო ურთულესი ვითარებაა.