ლაგოდეხში, დუმბაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, მთლიანად განადგურდა საოჯახო ტექნიკა და ავეჯი. ცეცხლის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროსადენები გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია რამდენიმე საათში მოახდინეს.
დაზარალებული ოჯახი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მოინახულა. იოსებ ვარდიაშვილის განცხადებით, მერიის სპეციალური სამსახურების მიერ ზარალის დათვლა მოხდება, რის შემდეგაც ჭუმბურიძეებს პროგრამის ფარგლებში დაეხმარებიან.