ფოთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში დილით ხანძარი იყო – ერთი ბინა სრულად, ერთი კი ნაწილობრივ დაიწვა. იყო ცეცხლის სხვა ბინებზე გავრცელების საშიშროებაც. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
მერიის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახები დროებითი ბინებით დაკმაყოფილდებიან. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაზის გამათბობელი იყო. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.