ბათუმში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დაიწვა – ცეცხლი შენობაში გამთენიისას გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. დაზიანდა ბანკის ინვენტარი. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. საუბარია ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე არსებულ ბანკის ფილიალზე. ბანკის განცხადებით, შემთხვევა არასამუშაო საათებში მოხდა და, შესაბამისად, არავის მიუღია დაზიანება.