„ხალხის რჩეული“ - „წიგნების თაროს“ მეოთხე გამარჯვებული ხმის მიცემით გამოვლინდება
„ხალხის რჩეული“ – ასე ჰქვია პირველი არხის გადაცემა „წიგნების თაროს“ ინიციატივას, რომელიც გადაცემის მეოთხე გამარჯვებულს ხმის მიცემით გამოავლენს. ეს ინიციატივა „წიგნების თაროს“ ახალი შესაძლებლობაა, გამოკვეთოს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მოთამაშე, რომელიც გამარჯვებულ სამ მოთამაშესთან ერთად კემბრიჯში, საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება.
ხმის მიცემა პირველი არხის ვებ გვერდზე არსებული სპეციალური აპლიკაციის საშუალებით მოხდება. მაყურებელს ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ, ნახევარფინალების დასრულებამდე შეუძლია. პროექტში მონაწილეობას 32 გუნდის 96 მონაწილე მიიღებს.