„ხალხის ძალის“ მოთხოვნა

სოზარ სუბარი პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების პროცესის დაწყებას ითხოვს.

ხალხის ძალის ლიდერის განცხადებით, როინ შავაძის მკვლელების დაპატიმრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც უნდა გასამართლდეს მის მიერ ჩადენილი სისტემური და სისტემატიური დანაშაულების გამო. სწორედ ამიტომ, გამოვდივარ წინადადებით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი“, – წერს სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში.

სუბარის ინიციატივას გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.