„ხალხის ძალის“ ლიდერები საზოგადოებრივი მოძრაობის რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდნენ. გაფართოებულ შეხვედრაზე, „ხალხის ძალის“ ლიდერებმა გასული ერთი წლის საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ „ხალხის ძალას“ დიდი წვლილი აქვს ქვეყნის ომში ჩართვისა და რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლის საფრთხის თავიდან აცილებაში“.