„ხალხის ძალა“ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას ითხოვს. ახალ განცხადებაში ვკითხულობთ: კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ “, რომელიც აერთიანებს პარტია „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, ვაშაძისა და გახარიას პარტიებს, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „დროას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“, პასუხი უნდა აგონ 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.
მათივე განცხადებით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის აგენტურა, რომელიც ერთი ცენტრიდან იმართება და კოორდინირდება. ცოტა ხნის წინ „გლობალურმა ომის პარტიამ“ ე.წ. წამების პრევენციის კომიტეტს სააკაშვილზე დააწერინა, ვიდეოთვალთვალი მის ღირსებას ლახავდაო. იმ ფონზე, რომ სააკაშვილის მკვლელობაზე, წამებაზე, მოწამვლასა და მსგავს სისულელეებზე დღეს აღარავინ ლაპარაკობს, ეს მცირე ჟესტი, ძირითადად, სხვა აგენტებისთვის იყო განკუთვნილი.
ყველას გვახსოვს, რომ „გლობალურმა ომის პარტიამ“ სააკაშვილის დასახსნელად, თავის დროზე, ლამის მთელი თავისი ევროპული აგენტურა ფეხზე დააყენა. ამ ხაზის გაგრძელება მათ ახლაც შეუძლიათ, თუმცა, ჩანს, რომ მათი საარჩევნო სტრატეგია ახლა არა სააკაშვილზე, არამედ სხვა რამეზეა გათვლილი. სააკაშვილის გათავისუფლება რომ უნდოდეთ, სალომე ზურაბიშვილს მას ნებისმიერ მომენტში შეაწყალებინებდნენ. „გლობალური ომის პარტია“ აქცენტს უფრო მეტად არა სააკაშვილზე, არამედ სალომე ზურაბიშვილზე აკეთებს. პარალელურად, „გლობალური ომის პარტია“ გვარამია-მელიას გაერთიანებაზეც მუშაობს. „გლობალური ომის პარტია“ გამოცდილი ქართული საზოგადოების თვალში სალომეს, ხაზარაძის, გვარამიასა და მელიას შუაშისტურ ძალად წარმოჩენას ცდილობს. აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.