კონგრესში გამართულ მოსმენას ეხმაურება „ხალხის ძალა“. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან საქართველოს მიმართ სრულიად დაუსაბუთებელი კრიტიკა ისმის და ანტაგონისტური დამოკიდებულება გრძელდება, ეს ნიშნავს, რომ ომის საფრთხე არსად წასულა და აუცილებელია ყურადღებით ყოფნა. განცხადების მიხედვით დაუმსახურებელ კრიტიკას ერთი მიზანი აქვს – საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება.