„ხალხის ძალის“ განცხადება

ამერიკელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურად, არ სცნონ 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაცია და საარჩევნო მარცხის მიუხედავად, ხალხს „ნაცმოძრაობის“ აგენტოკრატია თავს მოახვიონ, – ვკითხულობთ „ხალხის ძალის“ მორიგ განცხადებაში, რომელიც სენატორ ჯინ შაჰინის გუშინდელი გამოსვლის საპასუხოდ გამოქვეყნდა. ამერიკელმა სენატორმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ავტოკრატიისკენ მიდის.

„ხალხის ძალის“ წარმომადგენლები ჯინ შაჰინს მოუწოდებენ, საბჭოთა ცეკა-ს მიდგომები გვერდზე გადადოს და საქართველო სუვერენულ სახელმწიფოდ აღიაროს. მას გვინდა შევახსენოთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრიტიკული როლი არა ამერიკამ, არამედ ქართველმა ხალხმა უნდა შეასრულოს და ეს აუცილებლად ასეც იქნება, – ვკითხულობთ განცხადებაში.

„ხალხის ძალის“ ამ პოზიციას პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა.