მოძრაობა „ხალხის ძალას“, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს, „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი შეუერთდა. ამ გადანაწილებით, მოძრაობა საქართველოს პარლამენტში ცხრა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა. დღევანდელი კონსულტაციების შედეგად ასევე გაირკვა, რომ მოძრაობის შემადგენლობაში შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ექსპერტები.
ვინ არიან მოძრაობა „ხალხის ძალის“ ახალი წევრები და როგორია მათი სამოქმედო გეგმა – ახალი სახეების შესახებ ანა ბარათაშვილი ისაუბრებს პირდაპირ ეთერში.