საქართველოს პრეზიდენტის მორიგ ევროპულ ვიზიტს „ხალხის ძალა“ეხმაურება.
„პრეზიდენტი, მართალია, სიმბოლურად, მაგრამ კონსტიტუციის გარანტად იწოდება და სწორედ ამიტომ, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევას მისი პატრონებისთვის განსაკუთრებული ფასი აქვს“. – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული. „ევროპაში სალომე ზურაბიშვილის მორიგ არაკონსტიტუციურ ვიზიტს ერთადერთი ფასი აქვს, ზურაბიშვილის უფროსებს სურთ, შეგვახსენონ, რომ საქართველოს სახელმწიფოდ არ ცნობენ და, შესაბამისად, არც მის კონსტიტუციას დაგიდევენ რამედ. მათი მიზანია, მუდმივად მიგვანიშნონ, რომ საქართველო შემდგარ სახელმწიფოდ არ შეიძლება განიხილებოდეს და, შესაბამისად, მას არც კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობაზე შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია.“ წერია განცხადებაში.