საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში რუსეთთან კავშირის დაბრალება „ლიბერალების საყვარელი იარაღია.“ საზოგადოებრივ მოძრაობას მოჰყავს დონალდ ტრამპის რამდენიმეწლიანი დავის მაგალითი საგამოძიებო ბიუროსთან, საიდანაც გაირკვა, რომ რუსეთთან ტრამპის არალეგალური კავშირების შესახებ პოლიტიკური და იურიდიული ბრალდება ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული. „ყველაფერი ქართულისთვის რუსულის დარქმევა ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი მარტივი მანიპულაციაა. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ყველაფრის მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღებაა, რაც აუცილებლად ქვეყანაში რუსული ტანკების შემოსვლით დასრულდება. ყველაზე შემაშფოთებელი კი ისაა, რომ ამ კამპანიას ე.წ. ლიბერალები დასავლეთის სახელით და ხშირად დასავლური დაფინანსებით აწარმოებენ,”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.