თბილისის სააპელაციო სასამართლომ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
მოსარჩელე მხარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს, სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს. საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს.