ხადას ხეობაში ოთხი წლის ბავშვის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება. ადგილობრივები მომხდარის ვერსიებზე საუბრობენ. გარდაცვლილ ქალს, რომელიც დაკარგული ბავშვის დედაა, დაბეჟილობა აღენიშნება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, ქალს ფეხი დაუცურდა და ხევში გადავარდა.
ერთ-ერთი ადგილობრივი ყვება, რომ ოჯახი მან შემთხვევამდე ნახა, მამაკაცს ბავშვი ზურგჩანთით მიყავდა.
„მოამბის“ ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოებში საჰაერო ძალის ჩართვას არ აპირებენ. დრონი მხოლოდ ერთ მონაკვეთზე გამოიყენეს, სადაც მაშველებმა შესვლა ვერ შეძლეს.
სამძებრო სამუშაოებში მოხალისეებიც მონაწილეობენ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამ დრომდე კითხავენ ერთ-ერთ მწყემსს, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.