ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანებასა და კოალიციის შექმნას სთავაზობს. მისი თქმით, სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ხელისუფლების დამარცხების ძალა და თუკი სხვა პარტიებს სურთ, რომ 5 ან 7 პროცენტი მიიღონ, მათთან უნდა ითანამშრომლონ.
„პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ხაბეიშვილი ასევე ამბობს, რომ პარტია არჩევნებზე სააკაშვილის გარეშე არ გავა. ხაბეიშვილმა ამავე ინტერვიუში მისი წინამორბედის მმართველობა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და შეახსენა, რომ შიდაპარტიულ არჩევნებში ნიკა მელიას წინააღმდეგ 30 ათასმა ამომრჩეველმა მისცა ხმა.