ოპოზიციის გამაერთიანებელი თუ დამყოფი გზავნილი: გუშინდელ აქციაზე გამოსვლის გამო ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციური პარტიების კრიტიკის ადრესატი ხდება.
„უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი და თვითმარქცია ოპოზიცია“ – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მაშინ გააკეთა, როცა ის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების თემის გარშემო ოპოზიციის ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობდა. სწორედ ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება იყო ორგანიზატორთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 9 აპრილს პარლამენტთან გამართულ აქციაზე, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობა არ შეუერთდა. ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ის პარტიულ შეკრებად მიიჩნია და მისი მოწყობის მთავარი იდეა თუ მიზნებიც ვერ გაიგო. ისევე როგორც დანარჩენი ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნებით აქციის გამართვა ქვეყნისთვის ისტორიულ და ტრაგიკულ დღეს. შეკრებას, რომლის მონაწილეების მხრიდან არაერთხელ გაივლო პარალელი 1989 წლის და 2023 წლის 9 აპრილს შორის, ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი არ შემდგარად მიიჩნევს.