ხაბეიშვილის გამოხმაურება კეზერაშვილის საქმეზე

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა. ლევან ხაბეიშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ 2003 წლის შემდეგ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ევროპულ სტანდარტებს უტოლდებოდა. ის ასევე ეხმაურება „ბიბისის“ გამოძიებას და აცხადებს, რომ რომელიმე ქვეყანაში თუ დაიწყება გამოძიება, ამ ყველაფერს თავად დავით კეზერაშვილი გასცემს პასუხს.