მთავარი ოპოზიციური პარტია თავმჯდომარეს იცვლის. არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ლევან ხაბეიშვილის ნაცვლად, თინა ბოკუჩავა უხელმძღვანელებს, რომელიც ამბობს, რომ ორი მთავარი მიზანი აქვს, ევროპული მომავლის გადარჩენა და არჩევნებში გამარჯვება.
მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევანს უწუნებს და მიუთითებს, რომ აღნიშნულ პოზიციაზე უფრო ავტორიტეტული კანდიდატის შერჩევაც შეეძლოთ. პროცესს აკრიტიკებს ნიკა მელიაც, თუმცა, კმაყოფილებას გამოთქვამს „ვივამედში“ მყოფი ყოფილი პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი პარტიის განახლებას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ახალი სახეებისა და ახალი იდეების გამოვლენის პარალელურად, მათი მთავარი გეგმა ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება იქნება.