ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მიზეზად ხაბეიშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ექიმების რეკომენდაციები დაასახელა. პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე პოლიტსაბჭოს წევრებს უახლოეს დღეებში მიმართავს, მის შემცვლელად კი თინა ბოკუჩავას კანტიდატურას წარადგენს. თანამდებობის დატოვების შემდეგ, ხაბეიშვილი, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.