დავით კეზერაშვილის საქმე კვლავაც პოლიტიკური შეფასებების თემაა.
ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის პარტია „საქართველოსთვის“ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებაზე საუბრობს. თუმცა, ვინ შეიძლება დაუჭიროს მხარი მის შექმნას და ვინ არა, ჯერჯერობით უცნობია. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ ქოლ-ცენტრების თემა მძიმე დანაშაულია, რომლის სქემაც წარმოუდგენელია აეწყოს და განხორციელდეს საქართველოში ხელისუფლების მფარველობისა და მონაწილეობის გარეშე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით კი, კეზერაშვილი არის ოლიგარქი სისხლიანი ფულით, შესაბამისად, სხვადასხვა ფორმით მისგან დაფინანსების მიღება არის ამორალური ქმედება.