ბიზნესმენი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ორ ფლანგად დაყოფის ერთ-ერთი მიზეზია, პოლიტიკისგან დისტანცირებას არ აპირებს.
„ბიბისის“ სკანდალური დოკუმენტური ფილმის შემდეგ გეგმა უცვლელად რჩება – ხელისუფლების შესაცვლელად ბრძოლა და ამ მიზნით მედიის და ყველა ჯგუფის დახმარება. „ბიბისის“ ფილმში ევროპელი პენსიონრების ძარცვის საერთაშორისო ქსელის ორგანიზატორად დასახელებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილ ფაქტებს უარყოფს და ფილმის ავტორს რუსული ნარატივის გავრცელებაში ადანაშაულებს.
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ კეზერაშვილის ერთადერთი გადაწყვეტილება, ანუ მის მფლობელობაში არსებული „ფორმულას“ წილების საკონტროლო პაკეტზე უარი არაფერს ცვლის ხელისუფლებისთვის, ისევე როგორც ოპოზიციის ნაწილისთვის, რომელიც ბიზნესმენს ქართული პოლიტიკიდან დისტანცირებისკენ მოუწოდებს.