თბილისის მერი კახა კალაძე ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
კალაძის ინფორმაციით, სრულად იცვლება პარკში არსებული მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა.
დედაქალაქის მერის ცნობით, სამუშაოები 2018 წლის ბოლომდე დასრულდება. რაც შეეხება პარკში მოჭრილ ხეებს, კახი კალაძის განცხადებით, 400 ძირი ფიჭვი მოიჭრა, რომელიც გამხმარი იყო. სანაცვლოდ კი დაირგვება 15 სახეობის 462 ნერგი და ექვსი სახეობის 2300 ძირი ბუჩქი.