განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული და ადგილზე დატოვებული ნივთმტკიცება.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. გავრცელებული ცნობით, 26 წლის მამაკაცი ქუთაისის აეროპორტიდან გამგზავრებას გეგმავდა. არსებობს სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, რომლის მიხედვით მკვლელობაში ბრალდებული ტრანსგენდერი ქალის საცხოვრებელ სახლს მისვლიდან 13 წუთში ტოვებს. რა გახდა მკვლელობის მოტივი – დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ვრცელდება არაოფიციალური ვერსიები. ახლობლების მონაყოლიდან ირკვევა, რომ ბრალდებულს და კესარიას წარსულში ხშირად ჰქონდათ კონფლიქტები. საგამოძიებო მასალების მიხედვით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.