კესარია აბრამიძე დაკრძალეს. ტრანსგენდერი ქალი უკანასკნელ გზაზე სარიტუალო დარბაზიდან გააცილეს. ადგილზე მივიდა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა ტრაგიკულად მოკლულის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. შეგახსენებთ, კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში მეგობარმა მამაკაცმა მოკლა. მას სხეულის არეში ცივი იარაღით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 26 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.