კერამიკის სახელოსნო-მუზეუმი გორში და კერამიკაზე მუშაობის ორსაუკუნოვანი ოჯახური ტრადიცია. გაგაცნობთ კერამიკის ოსტატს, რომელიც ბაბუის, ნესტორ ტატულაშვილის დაწყებულ საქმეს აგრძელებს. პროფესიით ინჟინერი, გივი ტატულაშვილი ძველი ტრადიციული მეთოდით კერამიკაზე მუშაობას აგრძელებს და ქართული კერამიკის ნიმუშებს სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზეც წარადგენს.