საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში იმიტირებული კენჭისყრა თბილისის გარდა ტარდება რეგიონებშიც. ამომრჩეველს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემა გორის 11 უბანზე შეუძლიათ. მიზანია მოსახლეობის ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების გაცნობა. იმიტირებული არჩევნები მიმდინარეობს ბათუმში, ქუთაისში, ლაგოდეხსა და ზუგდიდში. საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის თანახმად, პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.