ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება. ცესკო დილიდან იმიტირებულ კენჭისყრას ატარებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია. ამომრჩევლები პირადად ეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას.