დებატების შემდეგ ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ საქართველოზე მომზადებული ანგარიში მიიღო.
დოკუმენტს, სადაც ჩვენი ქვეყნის მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესია შეფასებული, 552-დე დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 61. ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო სისტემის შეცვლა და საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, „კოვიდ-19“-ის პანდემიის მართვის პროცესი და სასამართლო სფეროში გატარებული რეფორმები, თუმცა სწორედ მართლმსაჯულების კუთხით შენიშვნებიცაა გამოთქმული. კერძოდ, ანგარიშში წერია, რომ საქართველომ პოლიტიკური ჩარევებისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოსთვის მუშაობა უნდა გააგრძელოს.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.