კემეროვოს ტრაგედია

კემეროვოს ტრაგედია რუსეთში ახალი საპროტესტო ტალღის აგორების მიზეზი ხდება.

ოლქის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლას მოითხოვს.

ბოლო მონაცემებით, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 41 ბავშვია. 38 მოქალაქეს ახლაც ეძებენ. დაღუპულებს შორის ერთი ეთნიკურად ქართველია – პედაგოგი ტატიანა დარსალია, რომელიც ცეცხლმოკიდებულ შენობაში იქ მყოფი ბავშვების გადასარჩენად შებრუნდა.

შემზარავი ფაქტიდან მესამე დღესაც არ არსებობს პასუხი კითხვაზე: რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, რატომ პასიურობდნენ მაშველები და რატომ არ გაიღო იმ კინო-დარბაზის კარი, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა.