კელი დეგნანის შეხვედრა დავით ზალკალიანთან

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და საქართველოს მხარდაჭერა განხილვის მთავარი თემა იყო ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეხვედრაზე. კელი დეგნანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის მიმართ გამოხატული როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო კოორდინაცია მიმდინარე პროცესების ფონზე.